LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი, ოლივია როდრიგო, ბილი აილიში, რინგო სტარი, სტივენ ტაილერი – ვარსკვლავთცვენა პოლ მაკკარტნის კონცერტებზე

140
photo-collage.png (14)

პოლ მაკკარტნიმ ლოს-ანჯელესში ორი ექსკლუზიური, კამერული კონცერტი გამართა. ეს იყო მუსიკოსის პირველი გამოსვლა გასული წლის ნოემბერში, მასშტაბური ტურნეს – Got Back დასრულების შემდეგ.

Paul McCartney Rocks The Fonda! – ინტიმური, მცირე მასშტაბის შოუები, 27 და 28 მარტს შედგა.

კონცერტები მიზნად ისახავდა არტისტსა და მსმენელს შორის მაქსიმალურ სიახლოვეს. ,,ფონდას თეატრში”, რომლის ტევადობა 1,200 ადამიანია, აკრძალული იყო მობილური ტელეფონების გამოყენება, რათა აუდიტორიას სრულად შეეგრძნო ცოცხალი მუსიკა ციფრული ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე.

შოუები ჩაფიქრებული იყო, როგორც სიმბოლური დაბრუნება ,,ბითლზის” ადრეულ პერიოდში, როდესაც ჯგუფი ლივერპულის პატარა კლუბებში უკრავდა.

ღონისძიებებზე მაკკარტნიმ The Beatles-ის, Wings-ისა და სოლო კარიერის ჰიტები შეასრულა.

კონცერტებს უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის: ტეილორ სვიფტი, ოლივია როდრიგო, ბილი აილიში, რინგო სტარი, სტივენ ტაილერი, კრისტინა აგილერა, საბრინა კარპენტერი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ თითქმის 6 წლიანი პაუზის შემდეგ, პოლ მაკკარტნი 25 მაისს მეცხრამეტე სოლო სტუდიურ ალბომს სახელწოდებით – The Boys of Dungeon Lane გამოუშვებს.

სწორედ კონცერტების წინ გამოვიდა ალბომის პირველი სინგლი – Days We Left Behind. მიუხედავად იმისა, რომ პოლმა ეს სიმღერა კონცერტზე არ შეასრულა, ღონისძიებები ამ სიმღერის ნოსტალგიურ განწყობას ეხმიანებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები