2026 წლის მარტის მონაცემებით, ტეილორ სვიფტის ქონება 2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის პირველი და ერთადერთი მუსიკოსია, რომელამაც ამ ნიშნულს ძირითადად, სიმღერების წერითა და შესრულებით მიაღწია და სხვა მილიარდერი არტისტებისგან განსხვავებით, ამ სტატუსით თავს მხოლოდ მუსიკალური მოღვაწეობით იწონებს.
,,ფორბსისა” და Bloomberg-ის თანახმად, სვიფტის ფინანსურ იმპერიას ჰონორარები და ტურნეები, მუსიკალური კატალოგი და უძრავი ქონება განსაზღვრავს.
როგორც ცნობილია, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი მომღერალმა ჰონორარებითა და რეკორდული The Eras Tour-ით დააგროვა.
ამასთან, მისი სიმღერების კატალოგის ღირებულება, 600-დან 900 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
როგორც ცნობილია, 35 წლის შემსრულებელი ფლობს დაახლოებით 100-110 მილიონი დოლარის ღირებულების პორტფელს, რომელიც მოიცავს სახლებს ნეშვილში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და როდ-აილენდზე.
სვიფტი მილიარდერთა სიაში პირველად, 2023 წლის ოქტომბერში მოხვდა. მისი ქონების მკვეთრი ზრდა 2 მილიარდამდე შარშან გამოშვებულმა ალბომმა – The Life of a Showgirl განაპირობა, რომლის 4 მილიონზე მეტი ასლი რელიზიდან პირველივე კვირაში გაიყიდა.
ცნობისთვის, ტეილორ სვიფტი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქალ მუსიკოსად ითვლება, რომელმაც რეიტინგებში რიანასაც კი გადაუსწრო.
ტეილორ სვიფტი მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია – მისმა ქონებამ რიანას ფინანსებს გადააჭარა