10 სექტემბერს, Ნიუ-იორკში, MTV-ის Საიუბილეო, მე-40 მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება გაიმართება.
2024 MTV Video Music Awards-ის ტოპ ნომინამტი წინა ორი წლის მსგავსად, ტეილორ სვიფტია. 2022 და 2023 წლებში, ის დაჯილდოების ტრიუმფატორიც იყო.
იმ შემთხვევაში თუ წელსაც სვიფტი მოიგებს ყველაზე მეტ ნომინაციაში, 33 წლის შემსრულებელი VMAs ახალ რეკორდსმენად იქცევა. ამჟამად, მას 24 ჯილდო აქვს და ოთხ ნომინაციაში გამარჯვება სჭირდება, რათა ბიონსეს გაუთანაბრდეს. ხუთ ნომიმაციაში მოგების შემთხვევაში, ის 42 წლის კოლეგას გადაუსწრებს და შოუს ისტორიაში – ,,ყველაზე დაჯილდოებული” არტისტი გახდება. Ბიონსეს წელს მხოლოდ ერთი ნომინაცია შეხვდა, რაც ტეილორის შანსებს ზრდის.
ამ დროისთვის, ,,ქუინ ბი”, როგორც სოლო შემსრულებელი, პირველი და ერთადერთი ქალი არტისტია, ვისაც ყველაზე მეტი პრემია აქვს მიღებული. მის ანგარიშზე, 27 Moon Person-ია. მათ შორისაა სპეციალური, ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო’’, რომელიც 2014 წელს გადაეცა.
ტეილორ სვიფტს, ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო’’ ჯერჯერობით არ მიუღია. Სპეციალური პრემიის წლევანდელი რეციპიენტის ვინაობა, ამ დღეებში გაირკვევა.
,,ყველაზე დაჯილდოებული” არტისტების Სამეულში შედის – მადონა. Პოპის დედოფალს ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდოს’’ ჩათვლით, 20 Moon Person აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტისა და ბიონსეს გზები კანიე უესტის ინციდენტის ფონზე, პირველად, სწორედ MTV Video Music Awards-ზე, 2009 წელს გადაიკვეთა.