LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასის პოლიციამ ჩამორთმეული Corvette თავისთვის დაიტოვა

52

ტეხასის პოლიციამ დატიუნინგებული მეექვსე თაობის Chevrolet Corvette Z06 კონფისკაციის შედეგად თავისთვის დაიტოვა. ახალ პოლიციის ავტომობილს 1005 ცხენის ძალა აქვს. ის უკვე მოამზადეს პოლიციისთვის და სამუშაოდ ნიუ ბრაუნფელსის დეპარტამენტში გაამწესეს.

პოლიციის ფეისბუქ–გვერდზე წერია, რომ სპორტქარი რამდენიმე წლის წინ ნარკომოვაჭრეებს დაკავების შედეგად ჩამოართვეს. დამნაშავეებს ასევე სხვა ავტომობილები, იარაღი, ძვირფასეულობა და თანხაც ჩამოართვეს – კონფისკაციის საერთო მოცულობა მილიონ დოლარს აჭარბებს.

სამსახურეობრივი Corvette საპატრულო ავტომობილის რანგში იქნება გამოყენებული – მას პოლიციის სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოიყენებენ. მომავალში სამართალდამცავები გეგმავენ სპორტქარი აუქციონიდან გაყიდონ.

ცოტა ხნის წინ მსგავსი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა იტალიაშიც. მილანის პოლიციამ ჩამორთმეული სუპერქარი Ferrari 458 Spider თავისთვის დაიტოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები