LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

187
არ გადაკვეთო - პოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში – ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასული წლის 24 ივნისს მოხდა. ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმა იყო. 

🔵 პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით და…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Tuesday 8 April 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g