თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს სოფელ რუისპირში მოხდა – ახალგაზრდა მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ცნობითვე, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა სოფელ რუისპირში მცხოვრები ნოდარ სეთურიძეა. მომხდარის შესახებ ნოდარ სეთურიძის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ და მას ემშვიდობებიან:
„ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს, ჩემო ძმაო, თან წაიღე ჩემი გული. საშინელებაა, რომ ვეღარ გნახავ როცა ჩამოვალ. ყოველთვის მომენატრები და ჩემი დანაკლისი იქნები მთელი ცხოვრება. შენს ლამაზ სულს ვენაცვალე და ღმერთმა ნათელში გამყოფოს, შევხვდებით იმიერში.
მიყვარხარ და დიდი ტკივილი ხარ, ჩემო ალალო, სუფთა ადამიანო“, – წერს ნიკა ბაიდოშვილი.
ღმერთმა ცათასასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო თან წაიღე ჩემი გული საშინელებაა რომ ვეღარ გნახავ როცა ჩამოვალ ყოველთვის…
Posted by Nika Baidoshvili on სამშაბათი, 25 ნოემბერი, 2025
