LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელეფონი ავიღე ხელში და გადაღება დავიწყე იმიტომ, რომ იმ მომენტში ვიფიქრე მომკლავდა და შეიძლება ვინმეს ენახა ჩანაწერი – რა დამემართა, სად ვიყავი ბოლო მომენტში“ – ნეკა დოროყაშვილი

328
Capture

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი გადაცემაში “სტუმრად ლელასთან” იმყოფება, სადაც მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტზე ისაუბრა.

„2018 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ჩავედი. მანამდე კონფლიქტი იყო თუმცა ბოდიშების შემდეგ ბილეთი ამიღო და ჩავედი მის საგულშემატივროდ. ახალი ჩოგნებით უნდა ეთამაშა და ჩავუტანე.

იქ ყოფნის პერიოდში დაიძაბა სიტუაცია, კონფლიქტი მოხდა და მივიდა ამ სიტუაციამდე.

იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი რატომ ავიღე ტელეფონი და ჩავრთე.

ერთადერთი რაც გავიაზრე ის, რომ უცხო კონტინენტზე ვიყავი, მქონდა ჩემი განადგურების შიში. შემეშინდა, იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მოვეკალი. ვფიქრობრი, ხომ შეიძლება ვინმემ ნახოს ჩანაწერი, რა დამემართა, სად ვიყავი ბოლო მომენტში“, – იხსენებს ნეკა დოროყაშვილი.

ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმე კვირის წინ სასამართლოში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დოროყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე: “წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობოებისგან რა სიტყვა ეთქვა, რომ ეფექტური ყოფილიყო, ვიდეოს მომიშვერდა და ამბობდა “რატომ მცემო”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g