LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფონის ნომერი რომას ფორმაზე, ავღანელი ბარსას რგოლში – კლუბებმა ქალებს მხარი დაუჭირეს

171
Screenshot 2021-11-28 121900

25 ნოემბერი ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღი დებ მირაბალების ხსოვნისადმი შეარჩიეს, რომლებიც დომინიკის რესპუბლიკაში 1960 წლის 25 ნოემბერს დახოცეს.

გვერდზე არც ფეხბურთი გადგა. ყველაზე მასშტაბური აქცია ბილბაოს „ატლეტიკმა“ გამართა. ბასკურმა კლუბმა „გრანადასთან“ მატჩის წინ სტადიონზე უზარმაზარი მოზაიკა მოაწყო და ტრიბუნები იისფრად „გადაღება“.

სხვათა შროის, ეს „ატლეტიკისთვის“ უკვე ტრადიციად იქცა. 2017 წელს იისფრად მან სტადიონი გარედან გაანათა, ხოლო 2019-ში სტადიონზე მორბენალი სტრიქონი გააყოლა: „კარგი ბიჭები პატივს სცემენ, აფასებენ, აღიარებენ, არ აკონტროლებენ, არ ამცირებენ, არ შეურაცხყოფენ, არ კლავენ“.

იისფერი ხშირად გამოიყენება ამ დღეს, რადგან ეს ქალების თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლოს გამოხატავს.

„ბარსელონაც“ შეუერთდა ამ პრობლემას თავისი არხების საშუალებით. კლუბმა ვიდეო გამოუშვა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ეპოქის ქალთა გუნდის წევრები, ასევე პედრი და ავღანეთის ნაკრების კაპიტანი ფარხუნდა მუხტაჯი. ვიდეოს ბოლოს ყველა მონაწილე აკეთებს ჟესტს, რომელიც გენდერული ძალადობის მსხვერპლის დახმარების სიმბოლოა.

თარიღი ესპანეთსაც გაცდა. „რომამ“ ევროპა ლიგაზე „ზარიას“ მოუგო სპეციალურ ფორმაში, რომელზეც ტელეფონის ნომერი ეწერა. ეს ცხელი ხაზია ქალებისთვის, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ.

კლუბი დაპირდა, რომ შემოსავლების 50%-ს გადაცემდა ფონდს Roma Cares Foundation, რომელიც დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო კურსებს აწყობს.

ტელეფონის ნომრების ასლები გასაყიდად გაიტანეს, ხოლო თავად მაისურები აუქციონზე. მთელი შემოსავალი სწორედ ხსენებულ ფონდში წავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები