ტელეკომპანია „იმედმა” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ” და GDS-მა მაუწყებლობა განაახლა. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
სერვერების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური სამსახური შეფერხების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.
ტელეკომპანია „იმედის” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა” და GDS-ის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ პერიოდში შეფერხებით მუშაობდა საინფორმაციო ვებ-გვერდიც.
ტელეკომპანია იმედი, მაესტრო და GDS მაუწყებლობას ვერ ახერხებენ