LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელევიზიით გავიგე რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემ სიძეს დაესხნენ თავს… რისი მიღწევა გინდათ? ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშინებთ! უფრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ ვერ ხვდებით?“ – გიორგი სუხიტაშვილი

223
suxita2022-2022-03-01_17-12-15_401301


„ამით რისი მიღწევა გინდათ? ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშიმებთ! უფრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ ვერ ხვდებით?“, – ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითაც გუშინ, გვიან ღამით მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს ეხმაურება.

გვიან ღამით, თბილისის ქუჩებში უცნობი პირები თავს დაესხნენ პარტია „ახალის“ წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს.

„სახეზე ხელების დაფარებამ გადამარჩინა, მირტყეს წიხლები” – ნოდარ ჩაჩანიძე თავდასხმაზე

„ახლა ტელევიზიით გავიგე რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემ სიძეს დაესხნენ თავს (ვესაუბრე ნორმალურადაა) ამით რისი მიღწევა გინდათ? ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშიმებთ! უგრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ ვერ ხვდებით?

მგონია რომ ადრე თუ გვიან ჩემთანაც მოხვალღ სადმე და დამხვდებით მიზეზის მოგონება არ გაგიჭირდებათ. არავის არ ეშინია დახვედრით, გააზრებული და გათავისებული მაქვს ის რომ ვიღაცას არ მოვეწონები! ხო არც გაგინებთ არც რამე სხვას.

თქვენ კიდევ ხალხო თუ იდიოტები არა ხართ უნდა ხვდებოდეთ რა ნეხვშიც ვართ, არ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ ყველამ კარგად იცით! მე მზად ვარ კაი ცემა ავიტანო ამიტანია კიდეც, მეტსაც გეტყვით დიდი პატივი იქნება ჩემთვის“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ „გირჩი – მეტის თავისუფლების“ წევრს, ბორის ჩელე ყურუასაც.

,,მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ" – რას წერს ბორის ჩელე ყურუა

,,მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ" – რას წერს ბორის ჩელე ყურუა

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, მას ხელკეტებით შეიარაღებული 6 ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g