ცნობილი პედიატრი, თემურ მიქელაძე აქვეყნებს 13 წლის მოზარდისგან მიღებულ შეტყობინებას. ის სთხოვს ექიმს, რომ მასაც მისცენ „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა:
„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან, რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ ❤️❤️❤️ (13 წლის მოზარდი):
„გამარჯობა, ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში.
დედა მყავს ინსულტგადატანილი, ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია, რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ „ფაიზერით“ ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის… თქვენი დიდი იმედი მაქვს, პატივისცემით, მადლობა!