„როცა ამბობენ, მოხსენით ყადაღა, უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული მოქმედებისთვის“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„საფარი“: „განცხადება, თითქოს ჩვენი ფინანსები გამოიყენებოდა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისთვის, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია – ანგარიშების დაყადაღების მიზანია კრიტიკული ხმების ჩახშობა და სამოქალაქო სექტორის განადგურება“
„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „საფარის“ ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.“
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერის გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეცვალოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ.
„ჩვენთვის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა მიუღებელია და ამას ვერ ავყვებით. არცერთ სიტყვას არ ამბობენ იმის თაობაზე, რომ ტყუილია, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფულს ხარჯავდნენ საქართველოში რევოლუციური სიტუაციების შესაქმნელად. ჩვენ კონკრეტულ შედეგებში ვდებთ ბრალს და ვუთითებთ, რომ ეს ფული არალეგიტიმურად გამოიყენებოდა საქართველოში. არცერთი გამაბათილებელი მტკიცებულება არ მოჰყავთ და უბრალოდ დეკლარირებას ახდენენ, რომ მოხსენით ეს ყადაღა. ეს რომ თქვან, რომ მოხსენით ყადაღა, მაშინ უნდა თქვან, რომ ჩვენ, ევროკავშირმა მივეცით 5-10-15 მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციებს და 15-ვე მილიონი დაიხარჯა ამისთვის და არცერთი თეთრი არ დახარჯულა დესტრუქციული და არალეგიტიმური მოქმედებისთვის, შესაბამისად, გააუქმეთ ეს კანონი და ამას არ აკეთებს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შეგახსენებთ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება.
„ევროკავშირი საქართველო მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება. ეს ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა – ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტი, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, – განაცხადა ჰიპერმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 27 აგვისტოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.