LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ… ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა“

150
თეონა აქუბარდია

„მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ადგილი და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სულიერების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს კონკორდატი, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია არ ერევა საერო საქმეებში. პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ“ – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში „მშვიდობა იყოს და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა“

„რაც შეეხება პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ადგილი და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სულიერების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს კონკორდატი, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია არ ერევა საერო საქმეებში. პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში, რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, როდესაც ხდება ძალადობა, ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციის ძალის გამოყენება, პროტესტის უფლებაში ჩარევა, არჩევნების თავისუფლება მიტაცებული აქვს ივანიშვილს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეჯამების ფაქტს გამოეხმაურა. პატრიარქი გამოთქვამს იმედს, რომ „ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“.

„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“, – აღნიშნა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g