LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექინსპექტირების გარეშე მოძრავი ავტომობილები შესაძლოა სამ დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ

291
teqdatvaliereba

ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ, – ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო აპირებს პარლამენტს შესაბამისი ინიციატივა წარუდგინოს.

“დღეის მდგომარეობით ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გამო და ეს იყო შეთანხმებული ეკონომიკის სამინისტროსთან. რადგანაც კანონში არ არის დაკონკრეტებული ზუსტად ეს პერიოდი, ჩვენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავაინიცირებთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება, რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე დაჯარიმება”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

magti 5g