LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტექნიკური პრობლემა“ იყო – სამხარაძეს ამბობს, რომ კანონისთვის მხარი არ დაუჭერია

162
ფორტუნა - 2023-03-10T133254.591

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე ამბობს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭერია.

დეპუტატი განმარტავს, რომ კენჭისყრაზე კანონის მისაღებად მიცემული ხმა „ტექნიკური პრობლემა“ იყო და ეს შესაბამის სამსახურთანაც დააფიქსირა.

„ამ კანონპროექტმა თავისი საქმე გააკეთა: ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა.. ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად“ – კობახიძე

პარლამენტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით ჩააგდო. რეგისტრაცია 112-მა დეპუტატმა გაიარა. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები, დანარჩენებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, პარლამენტმა კანონის მიღების გადაწყვეტილება ვერ მიიღო და საკანონმდებლო განხილვები შეწყდა.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო

როგორც კენჭისყრის ოქმიდან ჩანს, დეპუტატი, რომელმაც კანონის ჩაგდებას მხარი არ დაუჭირა, „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი სამხარაძეა.

მამუკა მდინარაძე განმარტავს, რატომ გაიწვიეს კანონპროექტი – „მინდა გითხრათ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი…“

სავარაუდოდ, „ოცნებამ“ იგრძნო, რომ სპეცრაზმებს მხუთავი გაზის კაფსულებთან ერთად, ქანციც ეცლებათ.. ტაქტიკური უკან დახევა ამჯობინა – რატი ამაღლობელი

ანა წითლიძე უმრავლესობის დეპუტატებს – „შეგეწერათ ყაველებო“?

magti 5g