LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა უკვე თბილისშია

298
222222ad-1-1024x536

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა უკვე თბილისშია. მას აეროპორტში PCR ტესტი უტარდება, COVID-ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ კი, დაახლოებით 24 საათში, ის სოფელში ჩასვლას და შვილთან გამომშვიდობებას შეძლებს.

შვილმკვდარი დედის საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების პროცესი პასპორტის ვადის გასვლის მიზეზით გაჭიანურდა. ამასთანავე, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ეკლესიას შესაბამისი რელიგიური რიტუალის ჩატარებას სთხოვს, თუმცა სასულიერო პირების განცხადებით, თუკი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დადასტურდება, მოზარდს წესის აგების გარეშე დაკრძალავენ. ამ ხისტი პოზიციის მიუხედავად, მღვდელმსახურები პირობას დებენ, რომ საკითხით დაინტერესდებიან და შექმნილ ვითარებაზე ერთობლივად იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. 11 წლის ბიჭი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები