LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Cybertruck-ის მეპატრონეებს ქარხნულ „გაბზარულ“ მინას სთავაზობს

129
tesla

Tesla-მ ელექტრონული პიკაპის Cybertruck-ისთვის ქარხნული „ბზარები” წარადგინა. 2023 წლის დასასრულს როგორც იქნა Cybertruck-ის პრემიერა შედგა და ნელ-ნელა მწარმოებელმა სხვადასხვა საინტერესო ოფციების გამოჩენაც დაიწყო. ილონ მასკი ამ საკითხშიც გამორჩეულია და იმდენად უჩვეულო ქარხნული აქსესუარები დააანონსა, რომელსაც სხვა მწარმოებლებთან ნაკლებად თუ შეხვდებით.

ელექტრონული პიკაპის ძარა უჟანგავი მეტალისგანაა დამზადებული და თავისი გამძელობა მან ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით დაადასტურა. ამასთან, Tesla-ს ყველა მოდელი ერთ ფერში იქნება შესრულებული, რამეთუ კომპანია თავის Cybertruck-ს არ ღებავს.

თუმცა, თუკი კლიენტს მაინც ძალიან მოუნდება სხვა ფერის კროსოვერი, მას ქარხნულ ფირს შესთავაზებენ, რომელიც ავტომობილს შავ ან თეთრ შეფერილობას მისცემს. ამ უკანასკნელთა ფასი 6500 დოლარი იქნება, ხოლო 5000 დოლარად გამჭვირვალე ფირის მიღება იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე იქნება გაბზარული მინის დეკორი, რომლის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები