LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ახალი წყალბადის ძრავიანი ტრაილერი წარმოადგინა

577

სატვირთო მანქანების სამყაროში მზადდება ევოლუცია, რომლის მასშტაბებიც Tesla-ს ელექტრო ავტომობილების პროექტზე არანაკლებია. ამერიკული სტარტაპი – კომპანია Nikola, რომელიც Tesla-ს ეკუთვნის და აშშ–ს შტატ იუტაშია განთავსებული, ახალ სატვირთო ტრაილერს წარმოგვიდგენს, რომლის სახელიცაა Nikola One. მოდელი წყალბადის ძრავზე მუშაობს. მწარმოებლის ინფორმაციით, ახალი ტრაილერის მასობრივი წარმოება 2020 წლისთვის იგეგმება.

ახალი ,,მონსტრი’’ სპეციალურად ოპტიმირებული იქნება დიდი წონის ტვირთების გადასაზიდად და სარეზერვოდ 1300-დან 1900 კმ-მდე გაივლის. თუ კომპანია Nikola ნამდვილად ასეთი სიმძლავრის მქონე ტრაილერს შექმნის, თავისუფლად შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარეზერვო ენერგიით თბილისიდან სტამბოლამდე მარშრუტის უპრობლემოდ გავლა.

გარდა ამისა, კომპანია გეგმავს, ამერიკისა და კანადის ტერიტორიაზე წყალბადის გასამართი სადგურები ააგოს.