LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ ყველაზე ბიუჯეტური Cybertruck გამოუშვა. ფასი მხოლოდ 1500 დოლარია

125
tesla

Tesla-მ საბავშვო Cybertruck გამოუშვა და მოდელის ფასი მხოლოდ 1500 დოლარია. ელექტრონული პიკაპის სერიული ვერსიის დებიუტი დეკემბრის დასაწყისში შედგა, ამჯერად კი მისი მინი ვერსიის დრო დადგა. პატარა Cybertruck 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ისევე როგორც „ზრდასრული“ მოდელი, მინი ვერსიაც ელექტრონული ძრავითაა აღჭურვილი და სრული დამუხტვის შემთხვევაში 5 საათი მუშაობს.

პიკაპის ფასი პატარა მძღოლებისთვის მხოლოდ 1500 დოლარს შეადგენს.

მინი „ტესლას“ ზუსტ გაბარიტებს არ აზუსტებენ, თუმცა ცნობილია რომ სიახლე მაქსიმუმ 68 კილოგრამს უძლებს. პიკაპი დიოდის ფარებით, ფანრით, რეზინის საბურავებით და რეგულირებადი მძღოლის სავარძლითაა აღჭურვილი. სიჩქარე საათში 16 კილომეტრამდეა შეზღუდული, თუმცა ყველაზე პატარა მძღოლებისთვის კომპანია მას 8 კმ/სთ-მდეც შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები