LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3-მა ერთი დატენვით ათასი კილომეტრი გაიარა

57

ამერიკელმა შონ მიტჩელმა ახალი რეკორდი დაამყარა, ელექტრომობილ Tesla Model 3-ით 975,58 კილომეტრი გაიარა. 32-48 კილომეტრ/საათ სიჩქარეზე მიტჩელმა საჭესთან 32 საათი გაატარა. ამ გზით, შონმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა – 830 კილომეტრი ერთი დატენვით.

რეკორდის დასამყარებლად დენვერის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, კოლორადოს შტატში წრიული გზა მოძებნეს, რომლის სიგრძეც 1,6 კილომეტრია. მიტჩელი და მისი მეწყვილე ერიკ სტრეიტი წრეზე მანამდე დადიოდნენ, სანამ ელემენტები ბოლომდე არ დაჯდა. ისინი ცდილობდნენ მინიმუმამდე შეემცირებინათ გაჩერებების რაოდენობა, საკვებს კი პირდაპირ მოძრაობის დროს იჭერდნენ, რომელიც მეგობრებს მიჰქონდათ.

რეკორდსმენი ამბობს, რომ 32 საათიანი მოძრაობის შემდეგ, ავტომობილს დატენვის პრობლემა შეექმნა და ის ცენტრში გადაიტანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები