LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model X-მა საცობში ავტობუსის გვერდის ავლა ვერ შეძლო (ვიდეო)

50

საჰაერო უპილოტო დრონმა შეძლო გადაეღო ვიდეო და დაეფიქსირებინა, როგორ ცდილობს Tesla Model X-ის მძღოლი გზის ვიწრო მონაკვეთზე ორსართულიან ავტობუსს გვერდი აუაროს. თანამედროვე მძღოლმა საკუთარი ავტომობილის გაბარიტები უნდა იცოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ რთულ ადგილებში გავლა მოახერხოს.

ვიდეოს მიხედვით, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზეა გადაღებული, Tesla Model X-ის საჭესთან მყოფი გამოუცდელი მძღოლი არასაჭირო და სასაცილო მანევრებს ახორციელებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ავტობუსსა და გზის ჯებირს შორის მანძილი დიდი არ არის, ელექტროქარის სიგანე კი 2 271 მილიმეტრია. მძღოლის მიერ გადაწყვეტილების ვერ მიღებამ სერიოზული საცობი გამოიწვია, ამიტომ სხვა ავტომობილების მძღოლებმა დახმარება გადაწყვიტეს.

საინტერესოა ისიც, რომ Tesla Model X უამრავი სენსორითა და დამხმარე აისტენტით არის აღჭურვილი, ამიტომ მისი მართვა რთული ნამდვილად არ არის.

https://www.youtube.com/watch?v=xqNH29ACPW0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები