LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს კლიენტებს Model Y-ის სვლის მარაგის გაზრდას სთავაზობს, ფასი 1600 დოლარია

124
Tesla-ს კლიენტებს Model Y-ის სვლის მარაგის გაზრდას სთავაზობს, ფასი 1600 დოლარია

Tesla Model Y კიდევ უფრო მეტის გავლას შეძლებს. თუმცა, არა უფასოდ. კომპანიამ პოპულარული კროსოვერისთვის ხელმისაწვდომი უსადენო განახლების გაყიდვა დაიწყო, რაც მის სვლის მარაგს გაზრდის. განახლება სახელად Energy Boost 1600 დოლარი ღირს და Model Y-ს 80 კილომეტრით უფრო მეტის გავლის საშუალებას მისცემს.

ხელმისაწვდომი იქნება ასევე მეორე ვერსიაც, რაც 1000 დოლარი ეღირება და სვლის მარაგის 48 კილომეტრით გაზრდას მოიცავს. Tesla-ს ამერიკელმა მეპატრონეებმა მისი მობილურ აპლიკაციაში ნახვა უკვე დაიწყეს, თუმცა განახლება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

Energy Boost-ის მყიდველებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ დამატებითი სვლის მარაგის ხარისხი თითოეული კროსოვერის შიდა მოდელირებაზეა დამოკიდებული და შესაძლოა ელემენტის ასაკის და მართვის მანერების მიხედვითაც კი შეიცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები