LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს სატვირთოები ემირატების ქუჩებში ნაგავს შეაგროვებენ

45

ელექტრო სატვირთოები სახელწოდებით Tesla Semi არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ნაგავს შეაგროვებენ. ამერიკულმა კომპანია Tesla-მ 50 სრულიად ელექტრო უპილოტო სატვირთოზე შეკვეთა არაბული კომპანია Bee’ah-სგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამერიკული „მწვანე“ სატვირთოები ემირატებში ნაგავს შეაგროვებენ და მათ ტრანსპორტირებას მოახდენენ.

არაბული შეკვეთა ამერიკული Tesla-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია. ამ დრომდე, ყველაზე მსხვილი შემკვეთები კომპანიები UPS და Pepsi იყვნენ, რომლებმაც მთლიანობაში 225 ელექტრო სატვირთო ავტომობილი შეუკვეთეს.

სავარაუდოდ, Tesla Semi-ს პარტია არაბეთში 2020 წლისთვის ჩავა.

ამ დღეებში „მსოფლიო ეკოლოგიური სამიტი“ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც Bee’ah-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანია მიისწრფავის ახლო აღმოსავლეთის ეკოლოგიური მდგომარეობა შეინარჩუნოს, ამიტომაც Tesla Semi-ზე შეკვეთა სახალხო დებიუტიდან რამდენიმე კვირაში გააკეთეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები