LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-ს სატვირთომ სან-ფრანცისკოს ხიდზე გაიარა

49

Tesla-ს სატვირთომ სან-ფრანცისკოს ხიდზე გაიარა. ელექტრომობილმა „ოქროს კარიბჭე“ უპრობლემოდ გადაკვეთა და შესაბამისი ვიდეო ქსელში თავად ავტომწარმოებელმა გაავრცელა.

„ტესლას“ სატვირთო, რომლის დებიუტიც გასული წლის ნოემბერში შედგა – მოძრაობაში 4 ელექტრონული ძრავით მოდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 36 ტონიან ავტომობილს 100 კმ-ს ასაკრეფად სულ რაღაც 20 წამი სჭირდება. მას ერთი დამუხტვით 805 კმ-ს გავლა შეუძლია და მისი დამუხტვა ძალიან მარტივია, რადგან ელ-სადგურები ამერიკის ყველა შტატშია განთავსებული.

ამჟამად „ტესლა“ სატვირთოების შეკვეთებს იღებს და სერიული წარმოება 2019 წლიდან დაიწყება. საინტერესოა, რომ მოდელის ფასი 150 ათასი დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები