საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ფეისბუქზე თავად დაწერა.
„ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და იმ ადამიანის ფოტოს აქვეყნებს, ვინც ტესტირება გაუკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრემიერთან კონტაქტის გამო პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადავიდა.