LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრიწყაროში საკარანტინე რეჟიმი მალე მოიხსნება: პრემიერს გახსნა შესაძლებლად მიაჩნია

110
95192848-2535671153201535-850560844965085184-o

მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში თეთრიწყაროში კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა.

„22 მაისიდან 4 ივნისამდე, დღევანდელ დღემდე 1 ინკუბაციის პერიოდი ანუ 14 დღე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროში ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს.

ამიტომ, ვთვლით, რომ შესაძლებელია გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით,“ – ამბობს გახარია და თეთრიწყაროს მცხოვრებლებს მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან წესები და გამოიჩინონ სიფრთხილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g