ბრიტანული გამოცემა The Financial Times საქართველოს შესახებ ოცგვერდიან სტატიას აქვეყნებს, რომლის სახელწოდებაა „დაბრუნება საქართველოში, სადაც სტუმარი ღვთის საჩუქარია“.
სტატიის ავტორი ლეო ვარდიაშვილია, რომელიც ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ტურისტულ ადგილებს, ღვინოს, კულინარიას, სტუმართმოყვარეობასა და სვანეთში გამართულ ფრირაიდის მსოფლიო ტურს ეხება.
„მესტიაში, უშბის ჩრდილქვეშ, ფაფუკ თოვლში თხილამურებით სრიალი შეიძლება. უშბას ხანდახან კავკასიონის მატერჰორნს უწოდებენ. დაბა მესტია თავგადასავლების მოყვარული მოთხილამურეების ცხელი წერტილია, ჰაწვალსა და თეთნულდზე საბაგიროებია მოწყობილი. ახლახან სვანეთმა პირველად უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. მოთხილამურეების დიდი ნაწილი აქ აუთვისებელი მთების შესასწავლად ჩამოდის“, – წერს ლეო ვარდიაშვილი.
სტატიაში ასევე აღწერილია თბილისი, ქალაქის ცხოვრების სტილი, დედაქალაქის ისტორიული უბნები.