LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Grand Tour-ის წამყვანებმა ამერიკელობა სცადეს

43

The Grand Tour-ის წამყვანებმა ამერიკელობა სცადეს, თუმცა არც თუ ისე კარგად გამოუვიდათ. Amazon-ის უფროსობამ ცნობილი შოუს წამყვანებს სთხოვა, რომ შედარებით უფრო ამერიკელები გამხდარიყვნენ. ჯერემი კლარქსონმა, რიჩარდ ჰამონდა და ჯეიმს მეიმაც გადაწყვიტეს, რჩევა გაეთვალისწინებინათ და ეს ყველაფერი გადაიღეს კიდეც. როგორც კლარქსონი აცხადებს, ისინი ამერიკელებს არ გვანან და სადაც არ უნდა წავიდნენ ყველამ იცის რომ ინგლისელები არიან. მათ საშინელი ვარცხნილობა და ღარიბული სამოსი აქვთ. ამიტომ ერთხელ ამერიკელად გადაქცევა ნამდვილად ღირდა, თუმცა თუ როგორ გამოუვიდათ ეს წამყვანებს ამას მაყურებელი თავად გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ შოუს პირველი ეპიზოდი ტელეეკრანებზე 8 დეკემბერს გამოვა და მას ავტომოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები