„კანის კინოფესტივალზე“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი, The Weeknd, თავის კოლეგასთან, ლილი- როუზ დეპთან ერთად გამოჩნდა. ისინი გვერდიდან არ შორდებოდნენ ერთმანეთს და გამუდმებით ეხუტებოდნენ, ამიტომ ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენს თვალწინ კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი იბადებოდა.
თუმცა არა, უნდა დაგამწუხროთ, ლილი-როზის აშკარად სხვა გეგმები აქვს. ჯონი დეპის ქალიშვილი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს, ის თავის მეგობარ გოგოს, რეპერს, 070 Shake-ს ვნებიანად კოცნიდა. მედიის ცნობით ისინი ერთმანეთს უკვე თვეებია ხვდებიან.
„The Weeknd გადაიდო“, „მამა იცის?“, – წერენ კომენტარებში.
ლილი როუზ დეპისა და The Weeknd-ის საოცარი ტანდემი – ნახეთ The Idol-ის „თრეილერი“