the Weeknd-ის მეექვსე სტუდიური ალბომის – Hurry Up Tomorrow რელიზი, 24 იანვარს შედგება. კანადელი მომღერალი, აბელ მაკკონენ ტესფაი სასცენო სახელით – the Weeknd ახალ დისკს, უკანასკნელად გამოუშვებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემსრულებელი ,,ალტერ ეგოს” ემშვიდობება, ცნობილი გასულ წელს გახდა.
რა ფსევდონიმით გააგრძელებს კარიერას მუსიკოსი, ამ ეტაპზე უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის სცენაზე საკუთარი სახელით დაბრუნდება.
სექტემბერსა და ოქტომბერში, მომავალი მუსიკალური პროექტის პრომოუშენისთვის არტისტმა სინგლები: Dancing in the Flames, Timeless და São Paulo წარადგინა.

ცნობისთვის, Hurry Up Tomorrow the Weeknd-ის ტრილოგიის ბოლო თავი იქნება. ტრილოგიის წინა ორი ნაწილი: After Hours და Dawn FM, 2020 და 2022 წლებში გამოვიდა. სპეკულაციის თანახმად, ტრილოგია დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედიითაა” შთაგონებული და ნაწარმოების თემებს, სიმბოლიზმსა და ნარატივს იმეორებს.
