LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

the Weeknd-ის მოულოდნელი გამოჩენა ,,გრემიზე” ორგანიზატორებთან კონფლიქტის შემდეგ

136
photo-collage.png (29)

ყველასთვის ცნობილია, რომ 2021 წელს, the Weeknd-მა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია კორუმპირებულობაში დაადანაშაულა. მაშინ, ,,გრემის” ნომინაციებში მისი კანდიდატურა უგულებელყვეს, რის შემდეგაც არტისტმა დაჯილდოებას ბოიკოტი გამოუცხადა.

როგორც ჩანს კონფლიქტი მუსიკოსსა და ,,გრემის” ორგანიზატორებს შორის დასრულდა, რადგან ყველასთვის მოულოდნელად ის წლევანდელი დაჯილდოების მთავარ სცენაზე წარდგა და ცეცხლოვანი შოუც შემოგვთავაზა. ასევე სიურპრიზად, მის პერფორმანსს საღამოზე, Playboi Carti შეუერთდა.

შემსრულებელი აუდიტორიას ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰარვი მეისონ უმცროსმა წარუდგინა და დასძინა, რომ ,,კრიტიკა მისაღებია”. მისი განმარტებით, ბოლო წლებში აკადემია აქტიურად შეუდგა არტისტებთან კომუნიკაციას და მათი კეთილდღეობისთვის ცვლილებების გატარებას.

შეგახსენებთ, რომ ,,გრემის” 63-ე დაჯილდოებაზე ,,უიკენდის” მეოთხე სტუდიური ალბომი –  After Hours ნომინაციებს მიღმა დატოვეს, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები