LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიბისის“ უნიკალური შეთავაზება – 5 000 000 ლარი ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად

485
tbc (23)

თუ გაქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, შენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს – პირველად საქართველოში, თიბისი ინოვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსებას იწყებს.

თიბისი ბიზნესის გუნდმა განსაკუთრებული შეთავაზება შექმნა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბაზარზე. შენ შეგიძლია მიიღო იდეის დაფინანსება 200,000 ლარამდე. ამისთვის კი არ გჭირდება ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება. ასევე, არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა. რაც მთავარია შეგიძლია ისარგებლო 18 თვემდე საშეღავათო პერიოდით.

სესხით სარგებლობისთვის სავალდებულოა შენი იდეა იყოს ინოვაციური და მომზადებული გქონდეს პროექტის ბიზნეს გეგმა.

„თიბისიმ ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდასაჭერად, უნიკალური შესაძლებლობა გააჩინა, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმოადგინოს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის დაფინანსებაშიც ჩვენ დავეხმარებით. რა თქმა უნა, უნდა ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი ბანკირების ჯგუფი თითოეულ იდეას შეისწავლის, დაამუშავებს და მხოლოდ ის მიიღებს ჩვენ მხარდაჭერას, რომლის რეალურ ბიზნესად ქცევის პოტენციალი წინასწარ დადასტურდება,“ – ამბობს თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ლიგის ხელმძღვანელი ვეფხვია ლომინაშვილი.

პირველ ეტაპზე, ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად თიბისიმ 5 000 000 ლარი გამოყო – გასაცემი სესხების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ იჩქარე, შემოიტანე განაცხადი დაფინანსების მისაღებად.

დეტალებს გაეცანი აქ: სტარტაპ იდეა

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g