LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

466
თიბისი

კერძო სექტორში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად, თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თიბისის, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და იყოს გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში.

ამისათვის თიბისი წლებია ქმნის მწვანე და სოციალური დაფინანსების შესაძლებლობებს მდგრადი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების მხარდასაჭერად, ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების ჩართულობასა და ქალების გაძლიერებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ახალგაზრდების განათლებაზე.

თანამშრომლობა თიბისისა და  UNFPA-ის საქართველოს ოფისს შორის გაზრდის შესაძლებლობებს, გააღრმაოს და განამტკიცოს:

  • ოჯახზე ორიენტირებული სამუშაო პრაქტიკის დანერგვა;
  • გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ოჯახური პოლიტიკის ხელშეწყობა;
  • თანასწორი მშობლობა და შვილების ერთობლივი აღზრდის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებში ციფრული უსაფრთხოების ხელშეწყობა;
  • ყველა ასაკობრივ ჯგუფში ქალებისა და გოგონების გაძლიერება.

თიბისის მდგრადი განვითარებისთვის – ბიზნესის, ტექნოლოგიების, განათლების, კულტურისა და საზოგადოების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორის ყოლა როგორიცაა გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მისიაა ხელი შეუწყოს მსოფლიოში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყველა მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდა ადამიანის პოტენციალი სრულად რეალიზებული. ამის მისაღწევად კი, UNFPA, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, მხარს უჭერს ოჯახზე მორგებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, რომელსაც სარგებელი მოაქვს, როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლებისათვის.

მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა როგორც ეროვნულ დონეზე, ისე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული – მძლავრი იარაღია დისკრიმინაციული გენდერული ნორმების დასაძლევად და ოჯახზე ზრუნვისა და აუნაზღაურებდი შრომის გადანაწილებისთვის, რაც როგორც ქალებს, ასევე კაცებს, საკუთარი კარიერული და რეპროდუქციული მისწრაფებების რეალიზების საშუალებას აძლევს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g