„ძალიან არ მომწონს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით დაყოფა – ეს „ქოცია“ და იქ არ დავპატიჟებ, ეს „ნაცია“ და აქ არ დავპატიჟებ, ჩემთვის ეს ძალიან მდაბიო, დაბალი დონეა“, – ამბობს მომღერალი თიკა ჯამბურია და აღნიშნავს, რომ არასდროს არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ იქნება. ვიდეოს „ტიკ ტოკზე“ გვერდი „რემარკა“ ავრცელებს.
„ზოგადად, ჩემთვის პოლიტიკა იმდენად ბინძური და ცუდი თემაა, რომ მკაცრად გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში არასოდეს არანაირ პოლიტიკურ ღონისძიებაში არ მივიღებ მონაწილეობას, არავის მხარდამჭერი არ ვიქნები, თუნდაც მომწონდეს მისი მოსაზრება პოლიტიკური თვალსაზრისით..
ყველა ერთი და იმავეს აკეთებს, ყველა ერთ წრეზე დადის, გულს გვტკენს, ყველა აფუჭებს, არავის წინ არ მიჰყავს საქმე და მე მინდა, ჩემმა შვილმა იცხოვროს ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა არ იქნება პირველხარისხოვანი..“
@remark.ge არავის მხარდამჭერი აღარ ვიქნები – თიკა ჯამბურია გამოგვყევით YouTube-ზე: remarktube #რემარკა #თიკაჯამბურია #TikaJamburia #Remark #Georgian #georgiansinger #interview #tika ♬ original sound – Remark
