ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესამცირებლად დაწესებული შეზღუდვები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. როგორც მანვე აღნიშნა, დაავადება თანდათან უკან იხევს.
„დაავადება ნამდვილად უკან იხევს, გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური, რისი მოლოდინიც, რა თქმა უნდა, როგორც ეპიდემიოლოგებს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წარმომადგენლებს გვქონდა.
სწორედ ამ მოლოდინებიდან გამომდინარე იქნა წარდგენილი ეს რეკომენდაციები საბჭოზე, რასაც საბჭო, საბოლოო ჯამში, დაეთანხმა,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, მსჯელობენ დაწესებული რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე, თუმცა, არა ახალი შეზღუდვების შემოღებაზე.
ტიკარაძე: სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას