LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე ინდურ შტამზე: სავარაუდო მოცულობა ქვეყნის მასშტაბით 8%-ია, თუმცა დადასტურებულია 18 ინფიცირებული

209
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინიტრის განცხადებით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 8 % ე.წ. “ინდურ შტამს” უკავშირდება.

ეკატერინე ტიკარაძემ ამის შესახებ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ დადასტურებული ინფორმაციით, ვირუსის ამ ვარიანტით ქვეყანაში 18 ინფიცირებულია.

მისივე თქმით, არც საწოლფონდი, არც ოჯახის ექიმებისა და არც მათი კომპეტენციების მიმართულებით ქვეყანაში შეფერხება არ არის და შესაბამისად, ამ კუთხით რისკებიც არ არსებობს:

“ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის მიმართულებით, არც ოჯახის ექიმების მიმართულებით და მათი კომპეტენციების მიმართულებით. ასევე, თქვენ ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად კიდევ უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო დაწესებულებები და ბრიგადები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ კუთხით რამე რისკები არსებობდეს.

ჩვენი სავარაუდო მოცულობები ინდურ შტამთან მიმართებაში არის ის, რომ დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით არის დაახლოებით 8%, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, გვყავს 18 ინფიცირებული”. – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

mazda magti 5g