LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: შაბათს „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა სინოფარმს საჩუქრად მივიღებთ

52
ვაქცინა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანა „წითელი ჯვრისგან“ საჩუქრად 100 ათას დოზა სინოფარმს მიიღებს.

„გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს სინოფარმს, მადლობა მინდა, გადავუხადო „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა სინოფარმს შაბათს საჩუქრად მივიღებთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს სინოფარმზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პოპულარულები