LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი

73
236551570-4549053865114244-3243792582683583088-n

“საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დამონტაჟებულია 5-ტონიანი ორი ცისტერნა, რომელიც აღნიშნულ საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა დიდ ნაწილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო დაამ მიმართულებით მათ გარკვეული გამოცდილება აქვთ:

“საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით.

საველე ჰოსპიტალს შლიან, ტრანსპორტი გაჩერდა, კინოთეატრები ღიაა, ღმერთო, დაეხმარე ამ ხალხს - ბიძინა კულუმბეგოვი

"ქვეყანა სადაც საველე ჰოსპიტალს შლიან, საქალაქო ტრანსპორტი გაჩერებულია და კინოთეატრები ღიაა,- წერს კულუმბეგოვი.

რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ.

ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი იყოს ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებული, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც პაციენტების ასევე ექიმებიდან გამომდინარე კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალების გამოყენება. ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის. 48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ცნობილია, დიღმის ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის საველე ჰოსპიტალი ეწყობა.

magti 5g