LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ჩხეიძე: „წლების წინ ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ეს კითხვა დავსვი – ოჯახი ან კარიერა. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩემი კარიერა პიკში იყო. ოჯახი ავირჩიე და გავთხოვდი…“

546
თიკო ჩხეიძე და ნუკრი რევიშვილი

თიკო ჩხეიძე ოჯახურ თემებზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს. მისი მეუღლე ფეხბურთელი ნუკრი რევიშვილია. მოდელი აღნიშნავს, რომ თავის დროზე კარიერას ოჯახი არჩია…

ოჯახი თუ კარიერა?

თიკო ჩხეიძე:

წლების წინ ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ეს კითხვა დავსვი – ოჯახი ან კარიერა. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩემი კარიერა პიკში იყო. ოჯახი ავირჩიე და გავთხოვდი. მოცემულობა ასეთი გვქონდა, მეუღლე საზღვარგარეთ თამაშობდა. ორივეს ისეთი კარიერა გვქონდა, დიდ ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვდა და ამიტომ რომელიმეს უნდა დაგვეთმო. სიყვარული ისეთი გრძნობაა, სხვა ყველაფერს ბინდი ეფარება, ამიტომ მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, შეიძლებოდა, ერთიც ყოფილიყო და მეორეც. თუმცა, არასდროს ვნანობ წარსულის გადაწყვეტილებებს. ყოველთვის შეგიძლია იქიდან დაიწყო, სადაც გაჩერდი და შენს საქმეშიც ბედნიერი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ყველაფერს ვახერხებ, ოჯახშიც და კარიერაშიც. მთელი დღე გადარბენაზე ვარ, მაგრამ როდესაც ორივე ერთადაა, ალბათ, უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, მეტი მოტივაციაც გაქვს, ტვინიც აქტიურად მუშაობს და პროცესიც მიდის, რაც მუდმივ სიახლეებს გულისხმობს. ეს შეუქცევადი პროცესია, რომელსაც სიამოვნებით მიყვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები