LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ნატროშვილი: „მნიშვნელოვანია, თავს ისე მოუარო, რომ ბუნებრივი დარჩე…“

286

თიკო ნატროშვილი „Musicbox“-ზე მოდის შესახებ გადაცემას უძღვება სახელად „Fashion Time“. თიკოს მორიგი გადაცემის ჩაწერაზე შევხვდით „სალონ 58“-ში, ჭავჭავაძეზე, სადაც მოდელმა და ტელეწამყვანმა სალონის ყველა მომსახურება საკუთარ თავზე გამოსცადა, ორ გოგონასთან ერთად. მათ სალონის სტილისტებმა სხვადასხვა იმიჯი მოარგეს, თიკოს რეტრო სტილით ყველა მოხიბლული დარჩა.

თიკო:

„Fashion Time“ არის გადაცემა მოდის შესახებ, რომელიც „Musicbox“-ის ეთერში კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, საღამოს 9-ის ნახევარზე. შემოთავაზება ლიზა ვადაჭკორისგან მივიღე და ამ ექსპერიმენტს სიამოვნებით დავთანხმდი, ვინაიდან ჩემთვის არის დებიუტი. ადრე რადიო „ფორტუნას“ თანამშრომელი გახლდით და გარკვეული გამოცდილება ტელევიზიაშიც მქონდა, თუმცა ახლა „Musicbox“-იდან ვიწყებ ტელესივრცეში საქმიანობას.

გადაცემაში ვაჩვენებთ, სად, რა ფასად, როგორ შეიძლება ჩავიცვათ, დავიხუროთ, გავლამაზდეთ, ყველაფერ იმას, რაც თავის მოვლასა და მოდასთან დაკავშირებით შეიძლება დააინტერესოს ქალსაც და მამაკაცსაც, გვექნება ბევრი სასარგებლო რჩევა ამ მხრივ. ასევე გავაკეთებთ აქცენტს მიმდინარე წლის ტრენდებზე, ვურჩევთ, როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო მოდურად და ელეგანტურად, მოკლედ, გადაცემაში თავს მოიყრის ის ყოველივე, რაც ადამიანს იმიჯის დასახვეწად დასჭირდება.
ერთ-ერთი გადაცემის ფარგლებში „სალონ 58“-ში ვიმყოფებით.

რა კრიტერიუმით აფასებ ზოგადად სილამაზის სალონებს?

პირველი – პროფესიონალიზმი. მივდივარ იქ, სადაც პროფესიონალები მეგულებიან. მეორეა ატმოსფერო, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ქალი, მოგეხსენებათ, სალონში რომ მიდის, შეიძლება, ბევრი პროცედურა ჩაიტაროს და გარემო უნდა იყოს სასიამოვნო. ეს ორი ძირითადი კრიტერიუმია. ასევე კარგია მომსახურების სრულყოფილი ჩამონათვალი.

„სალონ 58“-ს თქვენთან ერთად ვათვალიერებ და ყველაფერია იმისთვის, რომ დილიდან ვესტუმრო, ვთქვათ, კვირას და ყველა პროცედურა ჩავიტარო. ახლა შავი ფრენჩი გავიკეთე მანიკურის სპეციალისტთან, მზიკოსთან და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, პირველად ვცადე შავი ფრენჩი და ძალიან მომეწონა. სხვათა შორის, სალონში მანიკურს არ ვიკეთებ, ჩემით ვახერხებ და სალონის ხელმძღვანელმა, ანი კავლელიშვილმა დამითანხმა ამ ექსპერიმენტზე. მინდა საკუთარი იარაღების შეძენა და ჩემი თავმოუბმელობის გამო ამას ვერ ვახერხებ. აქ კი, ლუქის საფუძვლიანად გაკეთებისთვის მანიკურზეც დავთანხმდი.

გადაცემისთვის სამ ლუქს გვიკეთებენ, მე რეტრო სტილს, ერთ გოგონას ფანქი სტილი ექნება, ერთს კი – საქმიანი.

სალონს ვარცხნილობისთვის ვსტუმრობ ხოლმე, შესაჭრელადაც, ზოგადად, ამაშიც, ვიზაჟის გაკეთებაშიც, საკმაოდ კარგად ვერკვევი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.

როგორი უნდა იყოს ქალი, რომ შენ ლამაზად მიიჩნიო?

ნატურალური და მოვლილი. ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ისე მოუარო, რომ ბუნებრივი დარჩე. არ ვეწინააღმდეგები პროცედურებს, მაგრამ ზედმეტი ხელოვნური ჩარევა არ მომწონს. ინდივიდუალურობა არის გადამწყვეტი. იყო მოდური, არ ნიშნავს იმას, რომ ბევრი ფული დახარჯო. ძვირად ღირებული სამოსი შეიძლება, იმდენად არასწორად შეუხამო ერთმანეთს, რომ უგემოვნოდ გამოიყურებოდე. კარგია, როცა ქალს კარგი სხეული აქვს. ამ წუთში არა, მაგრამ მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. სპორტული აღნაგობა მაქვს, ბავშვობიდან ვცეკვავ. მეორე ბავშვის მერე სერიოზული პაუზა მაქვს ამ მხრივ. დრო ვერ გამოვნახე, რომ ვარჯიში განვაახლო… მაგრამ ამისი დიდი სურვილი მაქვს. სისხლის მიმოქცევაზე და ადამიანის გარეგნულ იერსახეზე ძალიან მოქმედებს.

პ.ს. თიკოს გადავუღეთ ფოტოები, როგორ გამოიყურებოდა სალონში მისვლის მომენტში და შემდეგ დასრულებული ლუქით. ვფიქრობთ, საინტერესო გარდასახვაა.

12124384_10206644888733983_285281878_o

რეტრო სტილი

12116152_10206644892214070_1051776735_o

საქმიანი სტილი

12162176_10206644894774134_182096844_o

„ფანქი სტილი“

12162083_10206644895974164_1693828221_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები