ჟურნალმა – TIME 2026 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა. 23-ე ყოველწლიური სია მოიცავს ადამიანებს, რომელთა იდეები და ქმედებები მიმდინარე წელს განსაკუთრებულ გავლენას ახდენს პოპ-კულტურასა და სხვადასხვა სფეროზე.
გამოცემამ კინოს, მუსიკის, მოდის, პოლიტიკის, სპორტისა და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელი, 6 კატეგორიაში წარადგინა. ესენია: ხელოვანები, კერპები, ლიდერები, ტიტანები, პიონერები და ნოვატორები.
მუსიკალური ინდუსტრიიდან, ძირითადად ხელოვანებისა (Artists) და კერპების (Icons) კატეგორიებში ისეთი მომღერლების სახელებს ვხვდებით, როგორებიც არიან: ლუკ კომბსი, ჯენი, ნოა კაჰანი, კოკო ჯონსი, ჰილარი დაფი, კეკე პალმერი, რაუ ალეხანდრო და Anderson .Paak.
ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი საჯარო ფიგურებიც, როგორებიც არიან: დაკოტა ჯონსონი, რალფ ლორენი, პაპი ლეო XIV და სხვები.
საინტერესოა, რომ სიის წევრებს მათ შესახებ დაწერილი მოხსენებებიც ერთვის. მსახიობ, დაკოტა ჯონსონზე სტატია ტეილორ სვიფტმა დაწერა.
,,თაიმის” მიხედვით, 2026 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სრული სია ასეთია: