ყოველწლიურად, ჟურნალი Time „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც, როგორც წესი, მსოფლიო დონის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე ბიზნესმენები და მსოფლიო კინოს, მუსიკისა და მოდის წარმომადგენლები ხვდებიან.
წლევანდელ გალა-საღამოზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავური წყვილი, რომელიც ადგილზე მივიდა, რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივილი იყვნენ. რაიანმა „ყველაზე გავლენიანი მამაკაცის“ წოდება მოიპოვა. წყვილი გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში მოხვდა.
საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი, ნაომი ქემპბელი, ეშლი გრემი, დემი ლოვატო და სხვა ცნობილი ადამიანები იყვნენ.