ჟურნალი TIME, რომლის ბეჭდურ ვერსიას 26 მილიონი მკითხველი ჰყავს, სტატიას აქვეყნებს 100 ექსტრაორდინარული მიმართულების შესახებ, რომელსაც 2024 წელს უნდა ეწვიო.
ჩამონათვალში, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ტურისტული ქვეყნების ქალაქებს, კურორტებს, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებს აერთიანებს, ქალაქი ქუთაისიც მოხვდა.
გამოცემის ერთ-ერთი ჟურნალისტის, ემილი ლაშის აღწერილობაში ვკითხულობთ:
„საქართველოში, თბილისისა და ღვინის რეგიონის – კახეთის გარდა, შეგიძლიათ მოინახულოთ ქუთაისი, კულტურის არაოფიციალური ცენტრი, ქალაქი, რომელიც თანდათან იბრუნებს შემოქმედებითი და გემოვნებიანი ადამიანების თავშეყრის ადგილის სტატუსს“.