„ოქროს გლობუსის“ 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიალი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. წითელ ხალიჩაზე „საუკეთესო მამაკაცი მსახიობის“ ნომინანტი, ტიმოთი შალამე ტრადიციულად მარტო გამოჩნდა, თუმცა, წვეულებაზე ის თავის შეყვარებულთან, კაილი ჯენერისთან ერთად მივიდა.
29 წლის მსახიობმა, რომელიც ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმისთვის „ოქროს გლობუსის“ ჯილდოს ელოდა, საღამო ტიტულის გარეშე დატოვა.
მოგვიანებით ინტერნეტსივრცეში ტიმოთისა და კაილის კოცნის ფოტო გავრცელდა. ცნობისთვის, ბოლო პერიოდია არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, რომ შალამე და ჯენერი დაშორდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი კვლავ ერთად არიან და თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობენ.
„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები ცნობილია