LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას“

565
თინა ბოკუჩავა

„დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელიც 60 დღეზე მეტია დგას რუსთაველის გამზირზე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს

ბოკუჩავას შეფასებით, ეს არის საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ „პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა“.

„მონიტორინგის კომიტეტმა უარყო ვარიანტი, რომელიც ჩვენი უფლებამოსილების არცნობას ითვალისწინებდა, თუმცა, დათქმების გარკვეული ნაწილი, რომელიც უფლებამოსილების ცნობას ახლავს თან, ჩვენთვის პრობლემატურია“ – თეა წულუკიანი

„ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს

„ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა შედგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც დამარცხდა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვეს ადამიანებმა, ვინც 60 დღეზე მეტია დგანან რუსთაველის გამზირზე, ვინც უკანონოდ ჰყავს დატყვევებული ივანიშვილს, გაიმარჯვა მზია ამაღლობელმა, რომლის სახელიც არაერთხელ გაჟღერდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საპარლამენტო ასამბლეაში და მთავარი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს, ჩაიდო ოფიციალურად დოკუმენტში და იმისთვის, რომ პროპაგანდამ ვერ შეძლოს რაიმე ტიპის ინტერპრეტირება, მანიპულაცია და ტყუილი, აისახა დოკუმენტში, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს მომავალ რამდენიმე თვეში და მხოლოდ ამ მიზნით ფორმალურად უნარჩუნებს უფლებამოსილებას „ქართულ ოცნებას“. ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს არა სანქცირებული სუს-ი, შსს და არსებული ცესკო, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტები.

ასევე არის მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ისევე როგორც მოძალადეების დასჯის. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც ახლა უნდა მოვიყვანოთ სისრულეში, ჩავატაროთ ახალი არჩევნების, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან. ეს არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სწორედ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„საბოლოო ჯამში ეს ვერ ცვლის საერთო ვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის“ – ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების” მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე საუბრობს

magti 5g