LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციონერი აცნობიერებს, რამდენად მძიმე კითხვებზე ელოდება საზოგადოება პასუხებს და შემოუერთდება შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას

144
ფორტუნა - 2023-08-16T175351.157

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიასთან ერთად, გამოიყენებენ სხვა საპარლამენტო ინსტრუმენტსაც და ინტერპელაციის წესით ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას.

„აი, ვიდეო, სადაც ჯელაძეს მოჰყავს დისშვილი.. მას მიეშველა და საკმაო გზა გაიარა ტალახში შალვა ბელაშვილმა, ის არის გმირი“ – რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი აცნობიერებს, რამდენად მძიმე კითხვებზე ელოდება საზოგადოება პასუხებს და შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის ინიციატივას შეუერთდება.

„სიმართლე მალე უნდა დადგინდეს და სიმართლე აუცილებელია საზოგადოებისთვის, მათ შორის გადარჩენილი ადამიანებისთვის, რომლებსაც თავდასხმის სამიზნედ ირჩევს დღეს ხელისუფლება. საგამოძიებო კომისიასთან ერთად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გამოვიყენებდით ზედამხედველობის აბსოლუტურად ყველა საპარლამენტო ინსტრუმენტს, რათა ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც მორღვეულია ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ჩვენ, პარლამენტარებმა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. ამ დაპირების ფარგლებში ავამოქმედეთ კიდევ ერთი საპარლამენტო ინსტრუმენტი, რომელიც რეგლამენტით გვაქვს განსაზღვრული. ეს არის ინტერპელაციის წესი და ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლას პარლამენტში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც შესაბამისად ვალდებულია, აღნიშნული კითხვები გადაუგზავნოს შესაბამის უწყებას:

რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა, მაშინ როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ დაპირებას მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური?

რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი? იცით, რომ შსს-ში შედის ის კონკრეტული სამსახური, რომელსაც ევალება სამძებრო სამუშაოების განხორციელება;

რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების დახმარება, როდესაც არსებობს გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა, მონაწილეობდა თუ არა ამ გადაწყვეყილების მიღებაში შს მინისტრი და რა გახდა საფუძველი და რატომ ჩათვალეს, რომ წარმატებით მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები და არ იყო მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო?

გომელაურმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა, რადგან თვითმხილველების განცხადებებით დასტურდება, რომ მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ მრავალი საათისა და დღის განმავლობაში, არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობა, რაც დაუშვებელია და გვაინტერესებს, რა გახდა ამის მიზეზი, მაშინ როდესაც კორუფციაშია ჩაფლული სახელმწიფოს ყველა უწყება და უამრავი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთ პროგრამებზე, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არანაირი სიკეთე არ მოაქვს?

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

„ამოვალ და განახვებთ ჩემი და მაშოს გადაადგილებას. თუ არ დაიჯერებ, იქ არიან ხალხი ვინ შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას, არსებობს ვიდეო კადრებიც“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს

რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ამერიკისგან ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე?

ბუნებრივია, სწორედ უწყებათაშორისი კოორდინაციის არარსებობის პირობებში მოხდა ძალიან ბევრი დაგვიანება და გადაცდომა, დანაშაულებრივი გულგრილობა, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების პირობებში უნდა შეესწავლა სწორედ პროკურატურას, მაგრამ მაშინ, როცა ნულოვანი ნდობა არსებობს, იძულებული ვართ და ვალდებულებიც, რომ ავამოქმედოთ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქცია და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი აცნობიერებს, რამდენად მძიმე კითხვებზე ელოდება საზოგადოება პასუხებს და შემოუერთდება ამ ინიციატივას.

შესაძლებელია, გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდეთ, თუმცა თავად პარტია „საქართველოსთვის“ არც თუ ისე დიდი ხნის წინ აყენებდა ინიციატივას „ქოლცენტრების“ საქმეზე, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ და მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ეს საპარლამენტი ბერკეტი გამოყენებულიყო. იმ შემთხევაში არ იქნებოდა კომისია ფარსი და შოვში მომხდარ ტრაგედიაზე კომისიის მუშაობა ფარსი იქნება? პარლამენტი არ შეცვლილა, მისი შემადგენლობა არ შეცვლილა, „რუსული ოცნების“  ხრიკი, რომ დაბლოკონ ინსტრუმენტების ამოქმედება, არ შეცვლილა, იმედს ვიტოვებ და გავაგრძელებთ კონსულტაციის რეჟიმში ყოფნას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისათვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი. 7 პირთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g