LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადასცა“

488
თინა ბოკუჩავა

„ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადასცა“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და მას აღიარება არ ექნება“.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებითვე, „რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს, დღეს ამოქმედდა ყველაზე ძლიერი სასანქციო ბერკეტი, რაც კი გააჩნია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ეს არის უფლებამოსილების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“:

ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას“

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოხდა უპრეცედენტო რამ, რომ პირველად ისტორიაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, არ ცნო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და გადასცა აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს. ასეთი არასდროს მომხდარა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებით და ასეთი პრეცედენტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში. ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს ევროპული აღიარება არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს, დღეს ამოქმედდა ყველაზე ძლიერი სასანქციო ბერკეტი, რაც კი გააჩნია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ეს არის უფლებამოსილების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

🔴 „ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს არ ექნება აღიარება“ – თინა ბოკუჩავა

Posted by ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement on ორშაბათი, 27 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g