„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციამ [გზის გადაკეტვის გამო], 5 ათასი ლარით დააჯარიმა.
ბოკუჩავა ჯარიმის ამსახველ დოკუმენტს აქვეყნებს და წერს:
„მას შემდეგ რაც პოლიციამ ჩვენს საცხოვრებელ სახლში ჩემი ორწლინახევრის ტყუპები და მათი ძიძა დააწიოკა, დღეს უკვე ფოსტამ მომართვა 5000 ლარიანი ჯარიმა. სასაცილოები ხართ, თუ გგონიათ 13 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ვინმეს ჯარიმით შეაშინებთ“. – წერს თინა ბოკუჩავა.