LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან“

163
ბიძინა ივანიშვილი და თინა ბოკუჩავა

„MEGOBARI აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

აღნიშნულით ბოკუჩავა „MEGOBARI აქტის“ მიღებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „MEGOBARI აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა

„გუშინ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ, უდიდესი უმრავლესობით „MEGOBARI აქტი“ მიიღო, რაც ქართველი ხალხის უდიდესი მიღწევაა. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავლისთვის იბრძვის.

მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იმ 349 კონგრესმენისგან, რომლებმაც გუშინ მხარი დაუჭირეს „MEGOBARI აქტს“ – 168 კონგრესმენი „რესპუბლიკელია“, ხოლო 181 „დემოკრატი“. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ეს გახდება საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის განმსაზღვრელი.

იცით, რომ „MEGOBARI აქტის“ ინიციატორი, საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც ბოლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოს და აშშ-ის ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა იმისთვის, რომ საქართველოს და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობისთვის მხარდაჭერა მოიპოვოს.

„მეგობარი აქტი“ პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია და ვნახეთ, რომ ტრამპმაც მხარი დაუჭირა მის ავტორს ჯიმ რიშს – აშშ-ს უნდა დავანახოთ, რომ მოწადინებულები ვართ, რომ ეს აქტი მიიღონ“ – გრიგოლ გეგელია

„მეგობარი აქტის“ მიღება, ასევე ძალიან მკაფიო და მკაცრი გაფრთხილებაა ივანიშვილისთვის, ის ან დათმობს ხელისუფლებას, რომელიც მიტაცებული აქვს ქართველი ხალხისგან – 26 ოქტომბრის არჩევნებზე, სპეცოპერაციის შედეგად, ან მიიღებს დამატებით, უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან.

ფინანსური სანქციის ქვეშ, ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, მისი პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი – ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი დგას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან მახაშვილი: „იმედი გვაქვს, პროვოკაციულ რეზოლუციას ტრამპი ხელს არ მოაწერს და შეძლებს დანაპირების შესრულებას, რომ აშშ-ში „დიფ სთეითი“ დაამარცხოს“

ბოკუჩავას თქმით, მომავალ კვირას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აშშ-ში გაემგზავრებიან, რათა სენატში განსაკუთრებული ინტენსივობით იმუშაონ, რადგან „MEGOBARI აქტმა“ სენატშიც ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვოს.

„ჩვენი მოლოდინი ქვედა პალატაზე გამართლდა და გვჯეროდა, რომ „MEGOBARI აქტი“ მოიპოვებდა უდიდეს მხარდაჭერას. ივანიშვილი ევროპულ მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და ცივი ომი მიიღო როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან. ივანიშვილი მშვიდობას ჰპირდებოდა ქართველ ხალხს და ძალადობრივი ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და განსაკუთრებული რეპრესიებით დაუპირისპირდა ახალგაზრდობას.

რაქვიაშვილი: „ერთი წლის წინ „MEGOBARI აქტი“ დააინიცირეს და მაშინ ვთქვი, ვერ მიიღებენ მეთქი და ვერც მიიღეს. დღეს სხვა კანონი მსგავსი სახელით მიიღეს. ჩერგოლეიშვილმა ახლა კი გაიგო, მაგრამ არ დაწერს, „სანდრო მართალი იყავი, შემეშალაო“

დროა, რომ ივანიშვილმა გააცნობიეროს და „MEGOBARI აქტი“ სწორედ გაფრთხილებაა, რომ მისი დრო ამოიწურა და რომ ერთადერთი ხსნა ქვეყნისთვის და ერთადერთი გადარჩენა, მათ შორის, მისთვის ძალაუფლების დათმობაა და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

გუშინ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის პროპაგანდა ხალხს ატყუებს და რომ ვერანაირი „რესტარტი“ და გადატვირთვა აშშ-თან ვერ მოხდება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამ ყველაფერს ჩვენ მივაღწევთ ერთიანი ძალებით“. – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g