LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა, ეს უნდა გაკეთდეს ივანიშვილის, მისი გარემოცვის, მათ შორის პროპაგანდისტებისა და ბიზნესმენების მიმართ

105
თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვილნიუსში, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები მიმართული უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილსა და მისი გარემოცვაზე, მათ შორის პროპაგანდისტებისა და ბიზნესმენების პერსონალურ სანქცირებაზე.

„რეჟიმის წევრებმა, მათმა პროპაგანდისტებმა და ბიზნეს ელიტამ უნდა დაკარგონ თქვენს ქვეყნებში მოგზაურობის უფლება. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჩამოართვან უვიზო მიმოსვლა; ეს უნდა გაკეთდეს მხოლოდ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ. თქვენ ასევე უნდა შეწყვიტოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სესხების გაცემა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომლითაც ის აფინანსებს რეპრესიულ მანქანას და კორუფციულ სქემებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g